Sunday, October 2, 2016









პროექტის სწავლების პროცესში შევისწავლე ძალია მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც დამეხმარება შემდგომი პროექტების განხორციელებაში.
 პროექტით სწავლება მოსწავლეებს აუმაღლებს მოტივაციას, ისწავლიან ხალისით და მათ განუვითარებს მაღალი დონის უნარებს.


Sunday, September 25, 2016


დღევანდელ ტრეინინგზე გავეცანი ფასილიტაციას.ფასილიტაცია შეიძლება მოხდეს ფოტო მასალით,სქემებით, ცხრილებით,შაბლონების ფორმით,რაც გაუადვილებს მოსწავლეებს მუშაობის პროცესს.

Saturday, September 24, 2016

  შემდეგ ტრეინინგებზე გავიაზრე თუ რა არის უკუკავშირი.ვაძლევთ რჩევებს მოსწავლეებს რა გააუმჯობესონ და როგორ გააუმჯობესონ, რომ უნდა იყოს დროული და კონკრეტული.
   ტრენინგზე გავეცანი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომებს. ეს ნიმუშები დამეხმარება მოსწავლეებს მივცე მიმართულებები თუ როგორ აწარმოონ ჟურნალი , ჩანაწერები და დაკვირვების დღირები.ამ ნამუშევრებით შევძლებ დავინახო მისი მუშაობის პროცესი და შევაფასო.
  აგრეთვე ვიმუშავეთ მოსწავლის ნამუშევრის შეფასების  ინსტრუმენტებზე.
ვფიქრობ სწავლის პროცესის პროგრესისთვის აუცილებელია მრავალფეროვანი შეფასების ინსტრუმენტი, რომელიც შემდგომში გვიჩვენებს იმ ეფექტურ გზებს, რომლებიც დამეხმარება მოსწავლის დროულ და დადებით შეფასებაში

Saturday, September 10, 2016

  
ტრეინინგის პირველ დღეს გავიგე რა არის პროექტი.
ამ დღემ მიმახვედრა თუ რაში დამეხმარება და დაეხმარება მოსწავლეებს პროექტზე მუშაობა.
 პროექტზე მუშაობა მოსწავლეებს გამოუმუშავებს ჩართულობას, დამოუკიდებლად მუშაობას, პასუხისმგებლობასა და დროის ფაქტორის განსაზღვრას, რაც ძალიან მნისვნელოვანია მათი განვიტარებისათვის .


 




დღეს ჩემი პროექტი გავიაზრე შინაარსობრივად.
გავეცანი და გავიაზრე რა არის  პუბლიკაციას და მისი დანიშნულება, რომელიც დამეხმარება დავარწმუნო მშობლები ამ პროექტის მნიშვნელობაზე.




დღევანდელ დღეს შევიმუშავე პროექტის მიზნები.დასახული მიზნები დამეხმარება მოსწავლეებმა მიაღწიონ სტანდარტით გათვალისწინებულ შედეგებს, განუვითარდეთ21-ე საუკუნის უნარები.
ვიმსჯელეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე.
კითხვები მომცემს საშუალებას სწორი ფოკუსირება მოვახდინო პროექტის მსვლელობაზე,არამარტო დავადგინო წინარე ცოდნა ,არამედ მოსწავლემ დაინახოს და გაიაზროს საგანთაშორის კავშირები.




მე-4  დღეს განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები .
წინარე ცოდნისთვის რა მეთოდი უნდა გამოვიყენო, მსვლელობისას და დასასრულს.როგორ გამოვიყენო შეფასება მოსწავლეთა საჭიროების დასადგენად და როგორ მოვემზადოთ პრეზენტაციისათვის.
      რაც ძალიან მნიშვნელოვანია პროექტის დაგეგმისათვის.